საბანკო სექტორი, სამშენებლო დეველოპმენტი, სადაზღვევო ბიზნესი, საგარეო ვაჭრობა, კრიპტოვალუტები, ველოსიპედები და კანაფის ლეგალიზაცია – თემების მრავალფეროვნება აშკარაა.
ამ და ათობით სხვა თემაზე წერენ Forbes Georgia-ს ავტორები. სტატიების მიმართ ინტერესის “დათვლა” ყველაზე ადვილად ვებგვერდისა და სოციალური მედიის საშუალებითაა შესაძლებელი.
რამდენმა ადამიანმა წაიკითხა და რამდენმა გააზიარა სტატიები Forbes.ge-ზე – ამის შესახებ ჩვენ სრულ ინფორმაციას ვფლობთ.
გთავაზობთ 2017 წლის ყველაზე პოპულარული სტატიების ათეულს:
1. გული და ნება. 21 ნოემბერი, 2017.
მამუკა ხაზარაძის სვეტში გამოთქმული მოსაზრებები ეყრდნობა მის გამოსვლას TEDX-ზე.
(22 ათასზე მეტი ნახვა და 6.1k+ გაზიარება ვებზე).
2. ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში. 21 ნოემბერი, 2017.
“ალიანს ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის, აკაკი სონგულიას მიერ დაარსებული Alliance Vacation Club-ი სახეს უცვლის საერთაშორისო სასტუმრო ბიზნესს.
(13 ათასზე მეტი ნახვა და 3.4k+ გაზიარება ვებზე).
3. “ალიანს ჯგუფი” სამშენებლო დეველოპმენტში მომავლის ტენდენციებს ამკვიდრებს. 15 მაისი, 2017.
“სამი ახალი ინოვაციური დეველოპერული პროექტის სახით, საქართველოში “ალიანს ჯგუფი” მალე რაღაც ისეთს შემოიტანს, რასაც თავისუფლად შეგვიძლია, თანამედროვე არქიტექტურის “მეხუთე ელემენტი” ვუწოდოთ”.
(12 ათასზე მეტი ნახვა და 7.6k+ გაზიარება ვებზე).
4. ახალი საფეხური. 22 თებერვალი, 2017.
ელენე კვანჭილაშვილი გვიყვება, თუ როგორ დატოვა ნინა კობახიძემ საჯარო სამსახური და სადაზღვევო ბიზნესს დაუბრუნდა.
(12 ათასზე მეტი ნახვა და 7.4k+ გაზიარება ვებზე).
5. კანაფის ლეგალიზაციის ეკონომიკური სარგებელი. 10 მარტი, 2017.
ზურაბ ჯაფარიძის საავტორო სვეტში ვკითხულობთ: “წარმოვიდგინოთ, რომ საქართველომ მოახდინა რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის კულტივაცია-რეალიზაცია-მოხმარების ლეგალიზაცია ამ ბაზრის დაახლოებით ისეთივე რეგულაციურ ჩარჩოში მოქცევით, როგორითაც ეს კოლორადოს შტატში მოხდა და ვნახოთ, რა ეკონომიკური ხასიათის შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ნაბიჯმა”.
(12 ათასზე მეტი ნახვა და 2.1k+ გაზიარება ვებზე).
6. ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში. 19 სექტემბერი, 2017.
სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაცილებით სტრატეგიულია, ვიდრე რუსული ბაზარი.
(11 ათასზე მეტი ნახვა და 1.4k+ გაზიარება ვებზე).
7. აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი. 14 აგვისტო, 2017.
ელენე ჩომახიძის სტატიაში აღწერილია აუდიტის ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის, NEXIA TA Georgia-ს საქმიანობა.
(10 ათასზე მეტი ნახვა და 2.1k+ გაზიარება ვებზე)
8. ახალი ველოსიპედის გამოგონება. 4 მაისი, 2017.
პირველი ქართული ველოსიპედების მაღაზია Bikes.ge-ს დამაარსებელი ველოენთუზიასტები ბექა კიკნაველიძე და ლუკა ელოშვილი საქართველოში წარმოებული პირველი ველოსიპედის პროტოტიპის შექმნაზე მუშაობენ – სტატიის ავტორია ინგე სნიპი.
(9 ათასზე მეტი ნახვა და 3.6k+ გაზიარება ვებზე).
9. Golden Fleece Token – პირველი ქართული კრიპტოვალუტა! 15 აგვისტო, 2017.
სალომე ჭიპაშვილი გვიყვება პირველი ქართული დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შესახებ.
(9 ათასზე მეტი ნახვა და 2.2k+ გაზიარება ვებზე).
10. Hospitality Game-Changer. 18 იანვარი, 2017.
ამბავი “ალიანს ჯგუფისა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის, აკაკი სონგულიას შესახებ ინგლისურენოვანი Forbes Georgia-ს ყველაზე პოპულარული სტატია იყო გასულ წელს.
(9 ათასზე მეტი ნახვა და 2.2k+ გაზიარება ვებზე).
მასალაში გამოყენებულია 2018 წლის 15 იანვრის მონაცემები.
დატოვე კომენტარი