პირველი მაისიდან თბილისის ცენტრს ახალი სასტუმრო შეემატება. Rooms Hotel-ის არსებობის ექვსწლიანი წარმატებული პერიოდის შემდეგ კომპანია “აჭარა ჯგუფი” კიდევ ერთ ქართულ ბრენდს – Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ.
სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში განთავსდება. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suite-ით (79 კვ.მ). მშენებლობის სრულად დასრულების შემდგომ სასტუმროში 150 ნომერი იფუნქციონირებს.
სასტუმროში განთავსებულია “კაფე სატმბა” (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. სასტუმრო სტამბა სტუმრებს ასევე სთავაზობს საშოკოლადეს (Chocolaterie and Roastery) ადგილზე მოხალულ ყავით და დამზადებული შოკოლადით.
სასტუმროში ასევე განთავსებულია კაზინო ავიატორი (Aviator).
“აჭარა ჯგუფში“ განმარტავენ, რომ სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე – Jungle Lobby – უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით არის დატვირთული. ამ სივრცეს თავზე მოწყობილი აქვს საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით.
აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის Adjara Arch Group-ის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. გამომცემლობის ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.
სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა.
“აჭარა ჯგუფი” ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში.
2010 წელს კომპანიამ ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Holiday Inn შემოიყვანა.
“აჭარა ჯგუფი” ლიდერია ინოვატორული ტენდენციების ჩამოყალიბების, სამეწარმეო პროექტების განხორციელებისა და ახალი ესთეტიკის სტანდარტების დანერგვაში, სწორედ ამიტომ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა ისეთი თანამედროვე ქართული ბრენდების შექმნით, როგორიცაა Rooms Hotel – თბილისსა და ყაზბეგში, უმაღლესი კლასის Stamba Hotel და მოდური Fabrika Hostel. “აჭარა ჯგუფის” ყველა რესტორანს გამორჩეული სამზარეულო აქვს, რაც ქართველ და უცხოელ პროფესიონალთა კულინარიული ნიჭის, მათი დიდი გამოცდილებისა და ხარისხიანი ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების გამოყენების შედეგია.
ინოვატორული პროექტების წყალობით, დიდია “აჭარა ჯგუფის” წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში”, – განმარტავენ კომპანიაში.
დატოვე კომენტარი