საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი

Forbes Georgia-მ საკონსულტაციო კომპანია “ებიტ ჯგუფთან” პარტნიორობით საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. დადასტურებულია GRANT THORNTON-ის მიერ.

სამშენებლო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და შემოსავლიანი სფეროა.ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების შესახებ ამოქმედებული კანონი ქვეყნის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიებსაც შეეხო. Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების მიხედვით, Forbes Georgia-მ საკონსულტაციო კომპანია “ებიტ ჯგუფთან” პარტნიორობით საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი მოამზადა. სიაში შედიან კომპანიები, რომელთა ძირითადი საქმიანობაც მშენებლობაა (სიაში დეველოპერული კომპანიები არ შედიან).

სამშენებლო სფეროს რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის: კომპანიების მთლიანი შემოსავლის, წმინდა მოგებისა და აქტივების ზომის მიხედვით შემდგარ ინდექსს ეფუძნება.

რეიტინგში შედიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე ავტომაგისტრალებსა და გვირაბებს აშენებენ.

სია ძირითადად კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიებისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დამკვეთისთვის – მთავრობისა თუ დეველოპერული კომპანიებისთვის – აშენებენ პროექტებს და ახორციელებენ სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოებს. ამასთანავე, სიაში შედიან ის დეველოპერული კომპანიებიც, რომლებიც თავადაც ახორციელებენ სამშენებლო სამუშაოებს. ისინი სიაში *-ის ნიშნით არიან აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, 20 უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 1.4 მილიარდ ლარს აჭარბებდა.

 

კომპანიის სახელი

შემოსავალი ლარებში

წმინდა მოგება/ზარალი ლარებში 

მთლიანი აქტივები

1

შპს ანაგი

200,094,000.0

25,610,000.0

177,833,000.0

2

სს Hualing International Special Economic Zone*

58,852,956.0

(6,133,517.0)

716,454,251.0

3

ერთობლივი საწარმო “აზფენის” საქართველოს ფილიალი

128,544,171.0

42,721,619.0

61,683,532.0

4

შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი

129,843,076.0

10,396,879.0

133,575,329.0

5

შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში

92,563,002.0

10,365,775.0

62,530,119.0

6

ბლექ სი გრუპი

92,166,000.0

(3,737,000.0)

82,263,000.0

7

შპს ფერი

71,281,000.0

14,548,000.0

139,921,000.0

8

შპს ბურჯი

73,207,823.0

1,890,558.0

66,531,745.0

9

შპს AGE BATUM

80,662,477.0

(766,108.0)

17,455,127.0

10

შპს ას ჯორჯია

31,231,574.0

(24,967,040.0)

291,779,935.0

11

შპს ბკ კაპიტალი

57,476,885.9

4,980,752.2

28,702,462.2

12

შპს თბილი სახლი

52,469,000.0

5,459,000.0

41,395,000.0

13

შპს სისთემ ინშაათ

46,669,095.0

15,958,744.0

51,537,403.0

14

სს საქენერგორემონტი

47,568,000.0

5,397,000.0

60,232,000.0

15

შპს სინერჯი ქონსთრაქშენ

49,737,000.0

9,039,000.0

18,051,000.0

16

შპს მაქრო ქონსთრაქშენ*

28,902,000.0

3,288,000.0

160,840,000.0

17

შპს ელიტა ბურჯი

45,625,417.0

(7,203,093.0)

76,646,744.0

18

შპს დაგი

48,019,790.0

(1,361,408.0)

43,060,316.0

19

სს მეტრო მეფ

49,691,458.0

4,375,964.0

4,411,252.0

20

თავ მშენებლობა საქართველო

46,689,520.0

4,076,423.0

1,235,854.0

რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალის უწყისშია ასახული. დეველოპერული ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს საკუთარი წლიური ანგარიშგებები გამოქვეყნებული არა აქვთ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ დეველოპერული კომპანიები ხშირად ფრაგმენტირებული სტრუქტურით საქმიანობენ – ანუ თითოეული პროექტის ასაშენებლად ერთ ან რამდენიმე იურიდიულ პირს აფუძნებენ, ეს იურიდიული პირები კი ჰოლდინგში არ ერთიანდებიან, რაც კომპანიის რეალური ზომის შეფასებას ართულებს. აღნიშნული მიზეზების გამო, Forbes Georgia-ს რეიტინგი ძირითად აქცენტს არა დეველოპერულ, არამედ სამშენებლო კომპანიებზე აკეთებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *