Nexia - წლის გლობალური ქსელი

Nexia - წლის გლობალური ქსელი

სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ 2021 წლის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე (Digital Accountancy Awards 2021), რომელიც უკვე 10 წელია ყოველწლიურად #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ორგანიზებით ლონდონში იმართება, ორი მთავარი ჯილდო აიღო. კერძოდ, Nexia International-ი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების “წლის ქსელად” დასახელდა (Network of the Year), რაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ბუღალტერიაში. თუმცა, კომპანიის მორიგი წარმატება აქ არ მთავრდება. ამავე ღონისძიებაზე Nexia-ს აღმასრულებელ დირექტორს, კევინ არნოლდს ჯილდო Lifetime Achievement-ი („ცხოვრების მიღწევა“) გადასცეს. Nexia მართლაც არის ცხოვრების მიღწევა თავისი შედეგებიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ყოველწლიური ღონისძიება ფირმებს საუკეთესო და თანამედროვე ბუღალტერიაში ყველაზე ინოვაციური მიდგომების გამოყენების მიხედვით აფასებს, ამიტომაც Nexia-ს ახალი ჯილდოები საქმიან საზოგადოებაში გასაკვირი სულაც არ ყოფილა. კომპანიისთვის საამაყოა ისიც, რომ პანდემიის პირველ წელს, 2020-ში Nexia-ს ქსელი კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს უმსხვილეს გლობალურ სააღრიცხვო ქსელებს შორის მე-8 პოზიცია დაიკავა. მისმა შემოსავალმა 4,5 მილიარდი აშშ დოლარით, წინა წელთან შედარებით 5%-ინი ზრდა დააფიქსირა.

თუმცა, ზრდა არც წელს შეუჩერებიათ. კიდევ უფრო გაფართოებისა და მეტი განვითარებისთვის, კომპანიის გუნდმა ახალი სტრატეგიაც შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც 17 000 Nexia-ელის ჩართულობით დაინერგა ახალი ინიციატივები, რომელმაც კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახადა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. განახლებული სტრატეგიის ფარგლებში 85-ზე მეტი ვირტუალური ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიზანსაც ცოდნის გაზიარება და საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენდა. სწორედ ამ ნაბიჯებს მიიჩნევენ Nexia-ელები კომპანიის მიერ „წლის ქსელის“ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების განმაპირობებელ ფაქტორად.

თუმცა, კარგ გუნდს, სწორ გადაწყვეტილებებს და მათ განხორციელებას კარგი ლიდერიც სჭირდება. გენერალური დირექტორის, კევინ არნოლდის, როლი ქსელის წარმატებაში გადამწყვეტია. Nexia-ს, როგორც საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ტოპ-ათეულში შემავალი ბრენდის პოზიციები, სწორედ კევინ არნოლდის ლიდერობამ, სტრატეგიულმა ხედვამ და “Member First” მანტრამ განაპირობა. 2021 წლის ჯილდო Lifetime Achievement-ი სწორედ გენერალური დირექტორის განსაკუთრებულ ღვაწლს, ბრენდში ჩადებულ  ენერგიასა და  ერთგულებას ადასტურებს.

გლობალური ქსელის განვითარებაში თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში დაფუძნებული Nexia TA-ს ყოველწლიურ სტაბილურ ზრდასაც. შეხსენებისთვის, კომპანიამ 2017 წელს, დაფუძნებიდან სულ რაღაც სამ წელში, Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის „წლის კომპანიის“ ტიტულის მიღება შეძლო. 2018 წელს კი ის გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – Accounting Capacity Building Champion. ეს არამხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იყო.

ჯილდოების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, არ გამოდის არ ვახსენოთ, Digital Accountancy Awards 2021-ზე Nexia TA-ს კამპანია – „სადაც პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი“ ფინალისტებს შორის მოხვდა ნომინაციაში “წლის საკომუნიკაციო კამპანია” (Communications Campaign of the Year).

აღნიშნულ კამპანიას Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ NEXIA TA-ს გუნდი ასე აფასებდა: „კომპანია შიგნიდან ყოველთვის გამოირჩეოდა სამუშაო პროცესით, გუნდის ენერგეტიკით, დინამიკით, ერთიანობით, თუმცა პანდემიის კრიზისულმა პერიოდმა პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით საგრძნობი გახადა, შინაარსიც კი შეუცვალა და საქმიანთან ერთად, სასიცოცხლო საკითხად აქცია“.

აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიით კომპანიამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია შედეგთან ერთად პროცესიც, ამიტომ ის ციფრული ბუღალტერიის დაჯილდოებაზე ფინალისტობას ნამდვილად იმსახურებდა.

ცნობისთვის, Nexia 128 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის 2014 წლიდან საქართველოშიც. ის მსოფლიოს მასშტაბით 752 ოფისს, 3 449 პარტნიორს და 265 წევრ ფირმას აერთიანებს. მას დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიების გლობალურ ქსელს უწოდებენ, სადაც მომხმარებელი პასუხისმგებლიან, ხარისხიან და პარტნიორულ ურთიერთობაზე დაფუძნებულ სერვისებს იღებს. ამიტომაც ვინ იცის კიდევ რამდენ ჯილდოს დაითვლის Nexia… დაველოდოთ!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *