თუ მსოფლიოს რომელიმე დიდ ქალაქში ყოფილხართ და სასტუმროში გაჩერებულხართ, თქვენთვის საიდუმლო არ უნდა იყოს, რომ სასტუმროს ოთახები ასეთ ქალაქებში საკმაოდ ძვირია. ეს ყველაზე მეტად ნიუ-იორკს ეხება.
HRS (Hotel Reservation Service)-ის უახლესი კვლევის თანახმად, სასტუმრო ოთახები სწორედ ნიუ-იორკშია ყველაზე ძვირი – საშუალოდ $306.
ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ქალაქებში, რომლებიც, ამ თვალსაზრისით, მოგზაურებში განსაკუთრებით ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ.
შედარებისთვის, ოსლოში, სადაც ერთი კათხა ლუდის ფასი პაბში თითქმის 20 აშშ დოლარია, სასტუმრო ითახების საშუალო ფასი 104 დოლარით ნაკლებია ვიდრე ნიუ-იორკში.
დატოვე კომენტარი