ნიუ-იორკის ისტორიული სასტუმრო იხურება

ნიუ-იორკის ისტორიული სასტუმრო იხურება

ნიუ-იორკის ისტორიული სასტუმრო Roosevelt Hotel-ი პანდემიის გამო სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დაიხურება. სასტუმრო ას წელზე მეტია ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Roosevelt Hotel-ი ამჟამად Pakistan International Airlines-ის მფლობელობაშია. სასტუმროს მფლობელი კომპანია აცხადებს, რომ უპრეცედენტო გარემოების გამო, მათ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ და სასტუმროს დახურვის შესახებ, შესაბამის უწყებებს მიმდინარე კვირის განმავლობაში ეცნობებათ.

“პანდემიის გამო ნიუ-იორკის ისტორიულ სასტუმროზე, რომელიც ქალაქის სახეს წარმოადგენს, მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა და შესაბამისად შეწყვეტს ოპერირებას წლის ბოლოსთვის. ამჟამად კომპანიას რაიმე სამომავლო გეგემები სასტუმროსთან დაკავშირებით არ გააჩნია“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც გამოცემა წერს, პანდემიის პირობებში სასტუმროს დღეში მხოლოდ 25 თანამშრომელი ემსახურებოდა ნაცვლად 100 თანამშრომლისა.

აშშ-ის დასაქმების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო სასტუმრო ინდუსტრიამ დაახლოებით 7.5 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა. აშშ-ის სასტუმროების ასოციაციის განცხადებით, სასტუმროების 74% აცხადებს, რომ კიდევ მეტი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწევთ თუ მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *