ნოემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები 41%-ით შემცირდა - Colliers Georgia

ნოემბერში ბათუმში ბინების გაყიდვები 41%-ით შემცირდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის ნოემბერში ბათუმში 993 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 41%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ბაზრის მოცულობა 43%-ით, 43 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

2022 წლის ნოემბერთან შედარებით, გასულ თვეში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება დაფიქსირდა, ძველი პროექტების შემთხვევაში კი გაყიდვები 24%-ით შემცირდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.