ნოემბერში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 25.5 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 25.5 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 25.5%-ით (182 მლნ ლარით) გაიზარდა. თანხობრივად ყველაზე მაღალი ზრდა დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ) მიღებულ შემოსავალში არის – 66.4 მლნ ლარი. შემდეგ მოდის აქციზის გადასახადი – 41.4 მლნ ლარით. პროცენტულად ყველაზე მეტად მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა.

2017 წლის პირველ 11 თვეში (იანვარ-ნოემბერში) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 8.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 13.3%-ით (1 043 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის იანვარ-ნოემბრის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე. 2017 წელს სულ 9.5 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე, 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია ინიცირებული, რომლის მიხედვით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები წელს 9.7 მილიარდ ლარამდე იზრდება. აღნიშნული 9.7 მილიარდი ლარის 91.4% ბიუჯეტში უკვე შესულია.

ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები, მლნ ლარი

 

ნოემბერი, 2016

ნოემბერი, 2017

ზრდა

საგადასახადები შემოსავლები სულ

715.7

898

25.5%

აქციზი

89.6

131

46.2%

დღგ

291.6

358

22.8%

საშემოსავლო გადასახადი

216.8

241

11.2%

ქონების გადასახადი

83.3

93

11.6%

იმპორტის გადასახადი

5.7

7

22.8%

მოგების გადასახადი

2.5

32

1180%

სხვა გადასახადები

26.2

37

41.2%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *