საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
- ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
- ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.