საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები კლებას განაგრძობს. 2015 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ფულადი გზავნილები 19 მლნ დოლარით (18.3%-ით) შემცირდა. 2013 წლის ნოემბერთან შედარებით კი 39 მლნ დოლარით არის შემცირებული. იანვარ-ნოემბერში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჯამში 347 მლნ დოლარით (26%-ით) შემცირდა.
საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილების კლება ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 12.4 მლნ დოლარით (27%-ით) შემცირდა. გზავნილების შემცირების მიხედვით მეორე ადგილზეა საბერძნეთი. ნოემბერში საბერძნეთიდან გზავნილები 6.2 მლნ დოლარით (42%-ით) შემცირდა. 1.3 მლნ დოლარით (18%-ით) გაიზარდა გზავნილები აშშ-დან.
ფულადმა გზავნილებმა შემცირება გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბოლო 13 თვეში გზავნილები 405 მლნ დოლარით არის შემცირებული.
დატოვე კომენტარი