2016 წლის ნოემბერში, წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 3.6 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 14 მლნ დოლარით გაიზარდა. 2015 წლის ნოემბერთან შედარებით, 2016 წლის ნოემბერში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 286 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 472 მლნ დოლარით.
ნოემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 71.6% შეადგინა. ოქტომბერში დოლარიზაცია 70.5%, ხოლო ერთი წლის წინ 69.7% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 12.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.2%-ია, ერთი წლის წინ 3.8% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.4% იყო
დატოვე კომენტარი