ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 3.8% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 3.8%-ით გაძვირდა.

ნოემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 7.6%, რძე, ყველი და კვერცხი – 4.7%, ზეთი – 4.1%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.5%, საავტომობილო საწვავზე – 1.5%, საოჯახო ნივთებზე – 0.8%.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ავეჯი და საოჯახო ნივთებია გაძვირებული – 10.2%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 8.8%-ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს 7.6%-ით გაძვირდა,  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 6%-ით.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *