სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან (ოქტომბერთან) შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის ნოემბერთან შედარებით 2.8%-ით არის გაზრდილი.
2018 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.5%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელი 1.2% პუნქტით გაზარდა. მათ შორის, კვების პროდუქტების, სასმელების წარმოება 2.5%-ით გაძვირდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 1.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0.6%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (3.6%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (5.7%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 12%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით
დატოვე კომენტარი