საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 20%-ით (46 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3%-ით (23 მლნ დოლარით) შემცირდა.
2018 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 283 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 738 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 455 მლნ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 70 მლნ დოლარით ნაკლებია.
11 თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით გაიზარდა. სავაჭრო დეფიციტი კი 12%-ით (574 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
ნოემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი