სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 52%-ით (21 მლნ დოლარით) გაიზარდა და 62 მლნ დოლარი შეადგინა. იანვარ-ნოემბერში კი 2014 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6%-ით (33 მლნ დოლარით) არის გაზრდილი. 11 თვეში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბულგარეთის (49 მლნ დოლარი), რუმინეთის (21 მლნ დოლარი), პოლონეთის (18 მლნ დოლარი), ნიდერლანდების (13 მლნ დოლარი) და გერმანიის (9 მლნ დოლარი) მიმართულებით. ხოლო, ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა ბელგიაში (25 მლნ დოლარი) და ესპანეთში (24 მლნ დოლარი).
ნოემბერში დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 46 მლნ დოლარით (43%-ით) შემცირდა. აქედან, აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა 26 მილიონი დოლარით, ხოლო სომხეთში და რუსეთში 8 და 4 მლნ დოლარით. 10.4 მლნ დოლარით გიზარდა აშშ-ში ექსპორტი.
დატოვე კომენტარი