საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2020 წლის ნოემბერში 2019 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 13%-ით (47 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 12%-ით (99 მლნ დოლარით) შემცირდა. 2020 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 301 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 719 მლნ დოლარი შეადგინა.
ნოემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -418 მლნ დოლარია, რაც 2019 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 53 მლნ დოლარით ნაკლებია.
11 თვის ჯამში, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11%-ით, ხოლო იმპორტი 16%-ით შემცირდა. 11 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -4 170 მლნ დოლარია. 2020 წლის ამავე პერიოდში უარყოფითი ბალანსი 571 მლნ დოლარით მეტი იყო.
ნოემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 დეკემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი