საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 14%-ით (61 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 21%-ით (215 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 491 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1.24 მლრდ დოლარი შეადგინა.
ნოემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -758 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 155 მლნ დოლარით მეტია.
11 თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 32%-ით, ხოლო იმპორტი 33%-ით გაიზარდა. 11 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -6.9 მლრდ დოლარია. 2021 წლის ამავე პერიოდში უარყოფითი ბალანსი 1.7 მლრდ დოლარით ნაკლები, 5.2 მლრდ დოლარი იყო.
ნოემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 დეკემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი