საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 43%-ით (129 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 41%-ით (293 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2021 წლის ნოემბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 430 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1.014 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1.4 მლრდ დოლარი ერთ თვეში არასდროს ყოფილა.
ნოემბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -584 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის ნოემბრის უარყოფით ბალანსზე 164 მლნ დოლარით მეტია.
11 თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 27%-ით, ხოლო იმპორტი 25%-ით გაიზარდა. 11 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -5.2 მლრდ დოლარია. 2020 წლის ამავე პერიოდში უარყოფითი ბალანსი 1 მლრდ დოლარით ნაკლები, 4.2 მლრდ დოლარი იყო.
ნოემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 დეკემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი