ნოემბერში საქართველოში რეკორდული თანხა - $521 მილიონი გადმოირიცხა

ნოემბერში საქართველოში რეკორდული თანხა - $521 მილიონი გადმოირიცხა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში ფულადი გზავნილებით გადმორიცხული თანხა 2022 წლის ნოემბერში 2021 წლის ნოემბერთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ერთ თვეში საქართველოში 521 მლნ ან მეტი არასდროს გადმორიცხულა ფულადი გზავნილებით – ეს რეკორდული მაჩვენებელია.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 3.8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 1.7 მილიარდი დოლარით (81%-ით) მეტია.

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან გადმორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 316 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე 9-ჯერ მეტია. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 90%-ია. ასევე, გზავნილები გაიზარდა ყირგიზეთიდან 13.2 მლნ დოლარით, აშშ-დან 4.8 მლნ დოლარით და გერმანიიდან 4.5 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წლის ნოემბერში 7.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის ოქტომბერში კი მხოლოდ 42 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა აზერბაიჯანიდან 2.9 მლნ დოლარით.

ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 350 ათასი დოლარით ნაკლებია 2021 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანანოემბერი, 2021ნოემბერი, 2022ზრდა
რუსეთი34.4316.1281.7
ყირგიზეთი6.419.513.2
აშშ24.028.84.8
გერმანია10.915.44.5
იტალია32.135.73.7
ბელარუსი0.43.73.3
სომხეთი1.24.02.8
გაერთიანებული სამეფო1.84.22.4
ტაჯიკეთი1.23.62.4
ყაზახეთი9.310.61.3

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *