საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 12.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 12.5%-ით გაძვირდა.
ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 4.4%, პური და პურპროდუქტები – 1.5%, ყავა და ჩაი 1.3%, ზეთი – 1%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.5%, საავტომობილო საწვავი – 2.4%, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 1%. 5%-ით გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მათ შორის, საწვავი) გაძვირდა 20.2%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17%-ით გაძვირდა, მათ შორის, ზეთი და ცხიმი 28%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული 26%-ით, პური 20%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 18%-ით. ჯანმრთელობის დაცვა 8.5%-ით გაძვირდა. 11.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების საფასური. ავეჯი და საოჯახო ნივთები 11.6%-ით გაძვირდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებლები
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი