შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა. 2014 წლის ნოემბერში 139 079 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში კი 144 109 ტურისტი. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა 40 393 კაცით, 1.9%-ით გაიზარდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ნოემბერში 8.4%-ით გაიზარდა. 2014 წლის ნოემბერში 402 374 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ნოემბერში 436 234. იანვარ-ნოემბერში კი ჯამში ვიზიტორების რაოდენობა 351 610 კაცით, 6.9%-ით გაიზარდა.
დატოვე კომენტარი