2017 წლის ნოემბერში წინა თვესთან, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 44 მილიონი დოლარით (1.6%-ით) გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 203 მილიონი დოლარით (8%-ით) არის გაზრდილი. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით, სავალუტო რეზერვები 100 მილიონი დოლარით (3.5%-ით) არის შემცირებული.
2017 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 785 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი