2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 6 მლნ დოლარით (0.2%-ით) შემცირდა და 2.889 მილიარდი დოლარი შეადგინა. სექტემბერში, რეზერვების მოცულობა რეკორდულ ნიშნულზე – 2.95 მილიარდ დოლარზე იყო.
ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 102 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
2.889 მილიარდი დოლარიდან $2.7 მილიარდი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 224 მლნ დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი