1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში პირველი დიდოსტატი ქალი გახდა მამაკაცთა შორის გამართულ ტურნირზე.
როგორც წესი, ასეთი წარმატება გარშემომყოფებისთვის გადამდები, შთამაგონებელი და ბიძგის მიმცემია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო აღიარებას პატარა ქვეყნის წარმომადგენელი მოიპოვებს.
2020 წელს, ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე, The International Wine Challenge-ზე ქართულმა ღვინომ პირველად მიიღო ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტული. „თბილღვინოს“ საფერავი მსოფლიოს წამყვან ღვინოებს შორის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა.
სწორედ ამ ორი უდიდესი წარმატების თანაკვეთასა და აღნიშვნას უკავშირდება Hans & Gruber-ისა და „კიო ფროდაქშენის“ მიერ შექმნილი ვიდეორგოლი, რომელიც პატარა ქვეყნიდან დაწყებულ გრძელ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე გვიყვება – გზაზე, რომელიც გამარჯვებით სრულდება.