NortonLifeLock და Avast ერთიანდებიან – შედეგად, კიბერუსაფრთხოების ბაზარზე კიდევ ერთი გიგანტური მოთამაშე გაჩნდება. შეთანხმების მიხედვით, რომელიც რვა მილიარდ აშშ დოლარად ფასდება, NortonLifeLock მისი კონკურენტის, Avast-ის აქციათა სრულ პაკეტს შეიძენს. „ამ გაერთიანებით კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების პლატფორმას და მას 500 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის გავხდით ხელმისაწვდომს. ამასთან, ინოვაციას დავაჩქარებთ და კიბერუსაფრთხოებასაც შევცვლით“, – ამბობს NortonLifeLock-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვინსენტ პილეტი.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ორი გიგანტის გაერთიანებით ისეთ ანტივირუსულ პროდუქტებს მივიღებთ, რომლებიც, ერთი მხრივ, შეითავსებენ Avast-ის განსაკუთრებულ მიდგომას პირადი ინფორმაციისადმი, ხოლო მეორე მხრივ, გამოიყენებენ NortonLifeLock-ის იდენტიფიცირების კუთხით არსებულ უზომო გამოცდილებას.
Avast ჩეხური კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ხოლო Norton-ის ანტივირუსები ბაზარზე 1991 წლიდან გვხვდება, რის გამოც მათი ეს პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარულია.
დატოვე კომენტარი