ნორვეგიაში კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის $2000-იანი ჯარიმა, ან 15-დღით თავისუფლების აღკვეთა დაწესდა. ყველა ვინც კარანტინის ან თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, ჯარიმით ან პატიმრობით დაისჯება. ამასთან, მკაცრი ჯარიმა ემუქრება იმათაც, რომლებიც კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებს ჩაატარებენ.
ნორვეგიამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შესვლა აუკრძალა. აკრძალვა არ ეხება რეზიდენტ პირებს. გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა, რომ ყველას ეკრძალება აგარაკებზე დარჩენა, რომლებიც მათი საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის გარეთ მდებარეობს. ამ შეზღუდვის მიზანი ადგილობრივი სოფლის ჯანდაცვის სერვისების გადატვირთულობის პრევენციაა.
ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, ყველა პირმა, რომელიც 27 თებერვლის შემდეგ დაბრუნდა ნორვეგიაში, სახლში დაბრუნების შემდეგ 14-დღიან კარანტინი უნდა გაიაროს. ეს ეხება ყველას, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა მათ სიმპტომები.
თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ეკრძალებათ კონტაქტი ნებისმიერ ადამიანთან, სახლის დატოვება, საზოგადობრივი ტრანსპორტის გამოყენება და ისეთ ადგილებში ვიზიტი, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ 1-2 მეტრის დისტანციის დაკავება.
დატოვე კომენტარი