ნოტრ-დამის ხანძრიდან ერთ წელიწადში სად არიან მილიარდერები? მაშინ როდესაც გასულ წელს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა, მთელი ერი გლოვობდა. სწორედ მაშინ არაერთმა მდიდარმა ადამიანმა მისი აღდგენისთვის თანხების შეწირვა დაიწყო. იყო ეს Kering-ის დამფუძნებელი ფრანსუა პინო, რომელმაც 100 მილიონი ევრო გამოყო, თუ საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო, რომელმაც 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა და კიდევ სხვა მილიარდერები და კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დონაცია შეაგროვეს.
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, ახლა კი საფრანგეთის ეკონომიკა საჭიროებს აღდგენას, ვინაიდან ქვეყანაში 11 მაისამდე კარანტინია. ეს კი გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე კათედრალის აღდგენა. შეუძლიათ თუ არა მილიარდერებს და ფილანთროპებს კვლავ ეროვნული და გლობალური კატასტროფის წინააღმდეგ გაერთიანება?
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩემს გუნდს უამრავი კლიენტი ურეკავდა და ეკითხებოდა, რა გავაკეთო, რას უნდა ვაკეთებდე ახლა?“, – ამბობს Charities Aid Foundations-ის კერძო კლიენტების ხელმძღვანელი მარკ გრიერი.
“ადამიანები, რომლებსაც საპასუხისმგებლო პოზიცია აქვთ, გრძნობენ პარალიზებას. გაიყინნენ, არ იციან რა გააკეთონ, როგორ დაეხმარონ ვითარების გამოსწორებას, რომელ ორგანიზაციაში უნდა გადარიცხონ. რომელი საკვების ბანკია მათ სოციუმში?“, – ამის შესახებ კი იურიდიული კომპანიის Withers-ის წარმომადგენელი ამბობს, რომელიც რჩევებს აძლევს ფილანთროპებს საერთაშორისო დონეზე.
როგორც ჩანს ქველმოქმედები და მილიარდერები ახლა ისე სწრაფად არ მოქმედებენ, როგორც ნოტრ-დამის დროს, როდესაც ხანძრის შემდეგ ძალიან სწრაფად შეგროვდა საჭირო თანხები. იგივე მოხდა ავსტრალიის ხანძრის შემთხვევაშიც, როდესაც მაგალითად ჯეფ ბეზოსმა $690 000-ის დონაცია განახორციელა.
შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დონაციის, მოულოდნელად გაანალიზეს, რომ ქველმოქმედების ყულაბაში ახლა გაცილებით ნაკლები თანხაა დარჩენილი.
Forbes-ის მიხედვით, მილიარდერების 51%-ის ქონება ბოლო 12 თვეში შემცირდა, მათმა უმრავლესობამ ზარალი მარტში განიცადა. მათი კოლექტიური ქონება 15%-ით შემცირდა… რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში იმ ადამიანებმა, რომელთა ქონებაც $1 მილიარდზე მეტია, დაახლოებით ჯამში $10.2 ტრილიონი დაკარგეს. ამიტომაც, თუ ადამიანები თანხებს კარგავენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი დარჩენილი თანხით ქველმოქმედებას მიჰყოფენ ხელს.
თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი თანხა გაცილებით უფრო მცირეა უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონებასთან შედარებით: მაგალითად, $8 მილიარდი სჭირდება კორონავირუსის ვაქცინას.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 77–მა მილიარდერმა განაცხადა თანხების გამოყოფის შესახებ, მსოფლიო მილიარდერების სიაში კი 2 095–ი ადამიანია.
დატოვე კომენტარი