2018 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ობლიგაციების ბაზარი. საერთო ჯამში, ათმა კომპანიამ 714 მილიონი ლარის ღირებულების 15 ემისია განახორციელა, საიდანაც 12 – საჯარო შეთავაზებით, ხოლო დანარჩენი 3 კი კერძო შეთავაზებით წარიმართა.
სებ-ის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა 6.6-ჯერ გაიზარდა და 663 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საჯარო შეთავაზებით გამოშვებული ობლიგაციების მოცულობა 458 მილიონი ლარი იყო.
2018 წელს ასევე გაიზარდა ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების მოცულობა და ამ მონაცემმა მთლიანი ობლიგაციების 75 პროცენტი შეადგინა.
დატოვე კომენტარი