კლასიკური, კულტურული, გამაჯანსაღებელი, სამთო-სათხილამურო, აგრარული (სასოფლო), გასტრონომიული, ექსტრემალური, საზღვაო, კულინარიული და რელიგიური – ეს არის იმ ტურთა სახეობები, რომლებსაც OktravelGeorgia საერთაშორისო დამსვენებლებს სთავაზობს. დამსვენებლები არიან როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლური ქვეყნებიდან და შესაბამისად, მათი ინტერესების განსხვავებული, მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც თავად ტურისტები ამბობენ, საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელიც მიმზიდველია ყველა, სრულიად განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების მქონე ადამიანებისათვის, რადგან აქ არის ყველაფერი ერთად აღებული, რაც შეიძლება აინტერესებდეს ტურიზმის მოყვარულებს.
5-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, OktravelGeorgia ვიზიტორებს ინდივიდუალურად, მათ ინტერესებზე მორგებულ ტურებს სთავაზობს და მაქსიმალურად ცდილობს, ყველა უცხოელი ტურისტი საკუთარ ქვეყანაში საქართველოთი აღფრთოვანებული დაბრუნდეს;
და მაინც, რა იზიდავს უცხოელებს ყველაზე მეტად საქართველოში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერესები და მოგზაურობის მიზნები მრავალფეროვანია. უძველესი ტრადიციები, ისტორია, კულტურა, ეკლექტური არქიტექტურული ძეგლები, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო, უნიკალური ბუნება – ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით, მაღალმთიანი დასახლებები და მისი არქიტექურა, ქართული ღვინის კულტურა და რაც მთავარია ხალხი, რომელთა სტუმართმოყვარეობაც ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავს. OktravelGeorgia-ს დაკვირვებით, ტურისტებს გარდა სანახაობებისა, რომლებიც ქვეყანაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მრავლადაა, მაღალი ხარისხის მოთხოვნა აქვთ სერვისებზე. ავიაბილეთების დაჯავშნა-შეძენა, შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა, სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, გიდის მომსახურება – ეს არის ის მინიმალური სერვისები, რომელთა მაღალი ხარისხით უზრუნველყოფასაც დამსვენებლები OktravelGeorgia-სგან, როგორც ერთი რიგითი ტურისტული კომპანიისგან ითხოვენ, რათა მათი ტურისტული მარშრუტი იყოს ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და გამართული. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს განსაზღვრავს, რაც შემგომში კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის შემოდინების საფუძველი ხდება.
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ტურისტთა შემოდინების საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი შეიმჩნევა, რაც სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი [კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახე, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარა და აფხაზეთი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ] ტურისტებისთვის უნიკალურ და შთაბეჭდილებებით სავსე სანახაობას ქმნის. ყველა რეგიონი მდიდარია ბუნებრივი ლანდშაფტებითა და ბუნებრივი ძეგლებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, განსხვავებული, მრავალფეროვანი ტრადიციებითა და კულტურით.
მართალია, საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, ქვეყანაში აქტიურად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები და უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ცნობილი იქნება როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მაღალი ხარისხის ტურისტული ქვეყანა, გამორჩეული ბუნებრივი, ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობებით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!
დატოვე კომენტარი