ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) უარს აცხადებს გადაუხვიოს გეგმას და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს.
OPEC-ის განცხადებით, ორგანიზაცია ნედლი ნავთობის წარმოებას დღიურად მხოლოდ 432,000 ბარელით გაზრდის – აღნიშნული მაჩვენებელი ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ექსპორტიორთა ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მოწოდებას მიწოდების გაზრდის შესახებ. თავად აშშ კი, ომით გამწვავებული ენერგეტიკული კრიზისისა და მკვეთრად გაზრდილი ფასების დასაძლევად, სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას და ბაზრისთვის 180 მილიონი ბარელი ნავთობის მიწოდებას გეგმავს.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება მოჰყვა, ბარელი Brent-ის ღირებულება რამდენიმე საათში თითქმის 6%-ით შემცირდა.
დატოვე კომენტარი