Opel-ი, რომელიც საავტომობილო კონცერნ General Motors (GM)-სს ეკუთვნის, 2017 წელს საკუთარი ელექტროავტომობილის პრეზენტაციას გეგმავს. ახალი ავტომობილის დასახელება იქნება, Ampera-e და ის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდება, განაცხადა General Motors-ის ხელმძღვანელმა, მერი ბარამ. ავტომობილი 5-ადგილიანი იქნება და დამუხტვის გარეშე გარბენის ხანგრძლივობის მიხედვით, უკვე არსებული ელექტრომობილების უმრავლესობას აჯობებს. ახალი მოდელები აღჭურვილი იქნება პლასტმასის აკუმულატორით, რომელიც განთავსებული იქნება მანქანის სალონის იატაკზე. ასეთი გადაწყვეტილების შედეგად შესაძლებელი ხდება 5 მგზავრის ერთდროული მოთავსება სალონში ისე, რომ ადგილი საბარგულისთვისაც რჩება.
Ampera-e წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ სხვა მოდელების განახლებულ ვერსიებთან ერთად. ელექტრომობილი გახდება e-Up!-ის და e-Golf-ის კონკურენტი, რომელთა წარმოება Volkswagen-მა 2014 წელს დაიწყო.
დატოვე კომენტარი