არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ახალი ინდუსტრიული სტრატეგია -„ოპერაცია 300 მილიარდი“ წარადგინა. ქვეყანა მიზნად ისახავს ინდუსტრიული სექტორის ეკონომიკაში შეტანილი წვლილი 133 მილიარდიდან 300 მილიარდ დირჰამამდე გაზარდოს, რაც დაახლოებით 81,6 მლრდ დოლარის ეკვივალენტია. ამ მიზნის მიღწევას კი საამიროები მომდევნო ათი წლის მანძილზე გეგმავს.
სტრატეგია ვიცე-პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ასევე დუბაის მმართველმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა წარადგინა. სტრატეგიის განვითარებას სათავეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ინდუსტრიისა და განვითარებული ტექნოლოგიების სამინისტრო ჩაუდგება.
„ინდუსტრიული სექტორის განვითარება არის ჩვენი ეკონომიკური სტრბილურობის განვითარება და ჩვენი თაობების მომავალი“, – დაწერა „ტვიტერზე“ შეიხ მუჰამედმა.
მისივე თქმით, სტარტეგიის მიზანი მომდევნო წლებში 13 500 ინდუსტრიული კომპანიისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.
„სტრატეგია ითვალისწინებს ინდუსტრიულ სექტორში კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯების გაზრდას მომდევნო წლებში 21 მილიარდი დირჰამიდან 57 მილიარდამდე“, – განაცხადა დუბაის მმართველმა.
მისივე თქმით, ახალი სტრატეგია კერძო და საჯარო სექტორების დაახლოებასაც ისახავს მიზნად.
დატოვე კომენტარი