ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ოქტომბრის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ სექტემბერში ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტები ერთად) დეფიციტმა 248 მლნ ლარი შეადგინა. 248 მლნ-იანი დეფიციტი შემდეგნაირად დაფინანსდა: 115 მლნ ლარი საგარეო ვალის აღებით, 88 მლნ ლარი საშინაო ვალის აღებით და 45 მლნ ლარი ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით.
ბიუჯეტიდან ფულის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ზრდის იმპორტზე მოთხოვნას და მიმოქცევაში არსებულ ლარის მასას.
ცხრილი: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ოქტომბრის თვის მონაცემები
დატოვე კომენტარი