2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 115 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 51 მლნ დოლარით გაიზარდა. 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2016 წლის ოქტომბერში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 334 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 552 მლნ დოლარით.
ოქტომბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 70.5% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 69.4% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11.7 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.9 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
2016 წლის პირველი ნოემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.3%-ია, ერთი წლის წინ 4.3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.9%-ია, ერთი წლის წინ 8.7% იყო.
დატოვე კომენტარი