2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 105 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 6 მლნ დოლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 521 მლნ-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 262 მლნ დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.3% იყო.
ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 31 მლნ ლარით გაიზარდა და 401 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.34%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ნოემბერს 2.47% იყო.
2016 წლის ოქტომბერში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 17.5% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი ოქტომბერში განაკვეთი 0.6% შემცირდა და 9.2% შეადგინა.
გრაფიკი – კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები, მლნ ლარი
დატოვე კომენტარი