ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 11.6 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2018 წლის ოქტომბერში, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით, 11.6%-ით (14 მლნ დოლარით) გაიზარდა. ოქტომბერში სულ 137 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ოქტომბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. არასდროს ოქტომბერში საქართველოში 137 მლნ დოლარი და მეტი თანხა არ გადმორიცხულა.

ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 7 ათასი დოლარით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

იანვარ-ოქტომბერში, ჯამში, 1 293 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 16%-ით (174 მლნ დოლარით) მეტია.

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან და ყირგიზეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ოქტომბერი, 2017

ოქტომბერი,  2018

ზრდა

იტალია

12.7

16.7

4

საბერძნეთი

13.2

15.3

2.1

აშშ

12.3

14.3

2

პოლონეთი

0.4

2.2

1.8

ყირგიზეთი

0.4

1.7

1.3

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *