ოქტომბერში ფულადი გზავნილები 25 მილიონი დოლარით გაიზარდა

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 25 მილიონი დოლარით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2021 წლის ოქტომბერში 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით 25 მლნ დოლარით, 14%-ით გაიზარდა. ოქტომბერში სულ 207 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ოქტომბრის თვის რეკორდული მაჩვენებელია. იმავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 30 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 6.4 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად  ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და აშშ-დან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა. ოქტომბერში გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინიდან – 3.7 მლნ დოლარით.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 1.9 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 396 მლნ დოლარით მეტია. ამავე პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 51 მლნ დოლარით მეტი, 252 მლნ დოლარი გადაირიცხა.

ქვეყნები, საიდანაც ოქტომბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა (მლნ დოლარი)

ქვეყანა

 ოქტომბერი-2020 ოქტომბერი-2021

ზრდა

ყირგიზეთი

0.56.15.6
ყაზახეთი

1.8

7.4

5.5

იტალია

27.5

33.0

5.5

გერმანია

7.9

10.9

3.0

აშშ

21.2

23.7

2.5

აზერბაიჯანი

5.3

7.1

1.8

ისრაელი

13.8

15.3

1.5

რუსეთი

35.2

36.3

1.0

პოლონეთი

2.5

3.3

0.8

ნიდერლანდები

0.40.8

0.4

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *