ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 79%-ით შემცირდა

ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 79%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 283 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.

ოქტომბერში ყველაზე მეტი, 61.8 მლნ აშშ დოლარის გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან (299.3 მლნ აშშ დოლარი) შედარებით გზავნილები 79%-ითაა შემცირებული, მთლიან მოცულობაში კი რუსეთის წილი 21.8%-ია.

ამავდროულად, სებ-ის თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.

გადმომრიცხავი ქვეყნების სრული სია და ფულადი გზავნილები ასეთია:

წყარო: ეროვნული ბანკი