სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 701.5 მილიონი ლარი შეადგინა (მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 591 მლნ ლარი), ხოლო გადასახდელებმა 799 მილიონი ლარი. დეფიციტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან 97.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როდესაც ბიუჯეტი დეფიციტურად იხარჯება და მითუმეტეს, თუ დეფიციტი ნაშთის გამოყენებით იფარება, ეს ზრდის მიმოქცევაში არსებული ლარის მოცულობას და სხვა თანაბარ პირობებში, უარყოფითი გავლენა აქვს, როგორც ლარის კურსზე, ასევე სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე.
წლიური ბიუჯეტის შესრულებისათვის საჭიროა, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ ორ თვეში (ნოემბერ-დეკემბერში), შემოსულობებმა 1 938 მილიარდი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 1 865 მილიონი ლარი შეადგინოს.
დატოვე კომენტარი