მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 220 მილიონი ლარი დეფიციტურად დაიხარჯა. მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 85 მილიონი ლარი იყო. კაპიტალური ხარჯების და პრივატიზაციიდან შემოსავლების ჩათვლით ხარჯებმა შემოსავლებს 123 მილიონი ლარით გადააჭარბა. ხოლო ფინანსური აქტივების ზრდისთვის საჭირო დაფინანსების ჩათვლით დეფიციტმა 220 მილიონ ლარს მიაღწია.
220 მილიონი ლარის დეფიციტიდან 47 მილიონი ვალის აღებით, ხოლო 173 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის შემცირებით დაიფარა.
ცხრილი – სახელმწიფო ბიუჯეტის ოქტომბრის თვის მაჩვენებლები:
ბიუჯეტის მუხლები | მლნ ლარი |
შემოსავლები | 628 |
ხარჯები | 713 |
საოპერაციო სალდო | -85 |
კაპიტალური ხარჯები | 53 |
პრივატიზაცია | 15 |
მთლიანი სალდო (ოფიციალური დეფიციტი) | -123 |
ფინანსური აქტივების ცვლილება | 97 |
რეალური დეფიციტი | -220 |
დატოვე კომენტარი