საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში 2018 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 4.5%-ით (13.5 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2%-ით (18 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 317 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 848 მლნ დოლარი შეადგინა.
ოქტომბრის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -532 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 31 მლნ დოლარით ნაკლებია.
10 თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 10.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.1%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 0.5%-ითაა გაზრდილი. 10 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -4 281 მლნ დოლარია.
ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ნოემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი