საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2015 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზარდა. ხოლო 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. მე-3 კვარტალში კი ეკონომიკური ზრდა 2.5% იყო.
2015 წლისთვის საქართველოს მთავრობა 2.8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2016 წლისთვის 3%-ს.
დატოვე კომენტარი