ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა. 10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5%-ია. მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 9% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის საქართველოს მთავრობა 10%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2022 წლისთვის 6%-იან ზრდას.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები


მონაცემთა წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *