მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასულ თვესთან, სექტემბართან შედარებით საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 557 მლნ ლარით გაიზარდა და 28.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 230 მლნ დოლარით, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 185 მლნ ლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 8.6 მილირდი ლარით გაიზარდა. სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 57%-ია.
30 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი 22.6 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 6 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 6.4 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 2.3 მილიარდი ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 1.8 მილიარდი ლარით.
დატოვე კომენტარი