ოქტომბერში საქართველოში 189 ათასი ტურისტი შემოვიდა

ოქტომბერში საქართველოში 189 ათასი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220,705 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 188,751 ტურისტი იყო, ანუ 24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში.

2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს ოქტომბერში 4.2-ჯერ (169 ათასი კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 4.3-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით ვიზიტორები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2019 წლის ოქტომბერში 562 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის ოქტომბერში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 250 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ყველზე მეტი ვიზიტორი – 35.8 ათასი თურქეთიდან შემოვიდა. რუსეთიდან 29 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, სომხეთიდან 19 ათასი, უკრაინიდან 14.6 ათასი, ხოლო ისრაელიდან 14 ათასი.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 27.5%-ით გაიზარდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 7.7%-ით შემცირდა. ათი თვეში საქართველოში 1.5 მილიონი ვიზიტორი ჩამოვიდა, საიდანაც ტურისტი 1.4 მლნ იყო.

10 ქვეყანა, საიდანაც ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

ვიზიტორების რაოდენობა

თურქეთი

35,829

რუსეთი

29,159

სომხეთი

19,301

უკრაინა

14,567

ისრაელი

13,944

ყაზახეთი

8,843

საუდის არაბეთი

8,748

აზერბაიჯანი

8,358

პოლონეთი

5,398

ბელარუსი

4,792

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *