ოქტომბერში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა

ოქტომბერში ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.8%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.

ოქტომბერში ფასების ზრდა ძირითადად ტანსაცმლის და ფეხსაცმლის და სურსათის გაძვირებამ განაპირობა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.5%-ით გაძვირდა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.6%-ით. ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან ყველაზე მეტად ქალის (28%-ით) და მამაკაცის (23%) ზამთრის ფეხსაცმელი გაძვირდა (იხილეთ ცხრილი).

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (17.6%-ით) გაიზარდა.  ტრანსპორტის ფასები 14.7%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.4%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 5.8%-ით გაიზარდა.

ცხრილი: ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფასების ზრდა მიმდინარე წლის ოქტომბერში

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ფასის ზრდა

ქალის ზამთრის ფეხსაცმელი

28%

მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი

23%

გოგოს ჩექმა

22%

ქალის სვიტერი

20%

ქალის დემისეზონური ქურთუკი

17%

ქალის ზამთრის პალტო

13%

ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი

11%

საშინაო ფეხსაცმელი ქალის

11%

ბიჭის ნახევარჩექმა

8%

საშინაო ფეხსაცმელი ბავშვის

8%

ბავშვის სვიტერი

7%

ბავშვის ქურთუკი

7%

მამაკაცის დათბუნებული ქურთუკი

6%

მამაკაცის სვიტერი

6%

ქალის საზაფხულო კაბა

5%

საშინაო ფეხსაცმელი კაცის

5%

წყარო: საქსტატი

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *