ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15 პროცენტით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში 9%-ით გაიზარდა და ჯამში 719 140 ვიზიტორი შეადგინა.

საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. 2017 წლის ოქტომბერში 353 836 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში 407 221.

ოქტომბერში ყველაზე მეტი (139 366) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 110 955 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 107 313 ვიზიტორით.

10 თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 17.5%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, სულ 7.5 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 4.2 მილიონი იყო.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

ოქტომბერი, 2017

ოქტომბერი, 2018

ცვლილება

რუსეთი

106,776

139,366

30.5%

აზერბაიჯანი

105,980

110,955

4.7%

სომხეთი

110,548

107,313

-2.9%

თურქეთი

84,387

74,159

-12.1%

საქართველო

38,865

39,925

2.7%

ირანი

20,444

19,522

-4.5%

ისრაელი

15,768

17,415

10.4%

უკრაინა

14,362

15,875

10.5%

გერმანია

5,542

7,792

40.6%

პოლონეთი

5,105

7,688

50.6%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *