2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან (სექტემბერთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 218 მილიონი დოლარით (6.4%-ით) შემცირდა და 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების მოცულობა დაახლოებით მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებელს დაუბრუნდა. ოქტომბერში რეზერვების კლება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის 30%-დან 25%-მდე შემცირებამ და სამთავრობო ოპერაციებმა განაპირობა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 293 მილიონი დოლარით (10%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული 3.2 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 2.7 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 494 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი