შპს „ორბი ჯგუფის“ და „ბლოკის“ უპრეცედენტოდ მასშტაბური 300 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამშენებლო პროექტი „ცენტრალ პარკ თაუერსი“ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ დააზღვია.
„დღეს მნიშვნელოვან პოლისს მოეწერა ხელი. ეს გახლავთ ორბისა და ბლოკის ერთობლივი მასშტაბური სამშენებლო კომპლექსის უნიკალური სადაზღვევო პროდუქტი, რომელსაც გლობალ ბენეფიტს ჯორჯია საერთაშორისო გადამზღვეველებთან პარტნიორობით უზრუნველყოფს. თავისი შინაარსით გაცემული სადაზღვევო პოლისი არის უნიკალური და მოხარული ვართ, რომ მაღალკვალიფიციურად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი. საპასუხისმგებლო და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბების მქონე ორმა კომპანიამ გადაწყვიტა უნიკალური სამშენებლო რისკების პროდუქტი ბენეფიტსისგან შეეძინა.“- განაცხადა გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ – ნინა კობახიძემ.
სამშენებლო პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესში დასაქმდება 2500 მდე ადამიანი, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შეიქმნება 2000 ახალი სამუშაო ადგილი.
გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სადაზღვევო პაკეტის ჯამური პრემია 1 მლნ ლარია.
გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას შპს ორბისა და ბლოკისთვის სპეციალურად შექმნილი სადაზღვევო პოლისი საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტოდ მსხვილი სამშენებლო რისკების დაზღვევას მოიცავს. დაზღვეულია მშენებლობის პროცესის სრული ციკლი ყველა დამდგარი რისკისგან, რომელიც მოიაზრებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მშენებლობის დასრულების შემდგომ არსებული ხარვეზების გამოვლენას და მის ანაზღაურებას მშენებლობის დასრულებიდან შემდგომი 2 წლის განმავლობაში.
სადაზღვევო პოლისი ითვალისწინებს ისეთ რისკებს, როგორიცაა:
- სამშენებლო-სარემონტო რისკების დაზღვევა
- მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობა
- მშენებლობის პროცესში კერძო ან სახელმწიფო ქონების დაზიანება
- სამშენებლო მოედანზე არსებული ტექნიკა
- ჯანმრთელობა და სხვა
- თანამშრომელების უბედური შემთხვევისაგან დაზრვევა
ბენეფიტსის უნიკალური სადაზღვევო პოლისის გადამზღვევლები არიან მსოფლიოში წამყვანი სადაზღვევო კომპანიები, მათ შორის სადაზღვევო ბაზარზე ტოპ რეიტინგის მქონე კომპანიები, როგორიცაა Swiss re, Hanover re, polish re;
შპს ორბს, ბლოკსა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტსს ჯორჯიას შორის ყველაზე მასშტაბური სადაზღვევო პოლისის შესახებ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი 13 ივნისს 13 საათზე ორბის მშენებარე ობიექტზე გაიმართა, რომელსაც გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინა კობახიძე, კომერციული დირექტორის მოადგილე ბაჩო ბედიანიძე, ორბი ჯგუფის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ბლოკ ინვესტის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი ესწრებოდნენ. S