ოცი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი მსოფლიოში - 2022 წლის რეიტინგი

ოცი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი მსოფლიოში - 2022 წლის რეიტინგი

Pensions & Investments-მა მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობის მიხედვით, მსოფლიოს ოცი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ მათი სათავო ოფისების უმეტესობა, 70%, ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს. რეიტინგის ათეულში რვა ჰეჯ-ფონდის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია განლაგებული, დარჩენილი ორი კი გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს.

2022 წლის მონაცემებით, კოლექტიურად, მსოფლიოს 15,000 ჰეჯ-ფონდი საკუთარი კლიენტებისთვის დაახლოებით $4.5 ტრილიონის აქტივებს მართავს. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი რეი დალიოს Bridgewater Associates-ია, $126 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივით, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტების ფონდებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს.

ოცეულში მეორე ადგილს, $73 მილიარდის აქტივებით, Man Group-ი იკავებს, რომლის სათავო ოფისიც გაერთიანებულ სამეფოშია წარმოდგენილი. მესამე ადგილზე Renaissance Technologies-ია, $57 მილიარდის აქტივებით.

2022 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდების ოცეულის ახალწვეულია ბრიტანეთში დაფუძნებული Brevan Howard Asset Management-ი, რომელმაც გასული წლის 26-ე პოზიციიდან მეცხრამეტე ადგილზე გადაინაცვლა.

Pensions & Investments-ის მონაცემებით, წარმოგიდგენთ 2022 წლის ოც უმსხვილეს ჰეჯ-ფონდს მსოფლიოში:

  1. Bridgewater Associates – $126.4 მილიარდის აქტივები; ამერიკის შეერთებული შტატები (სათავო ოფისი)
  2. Man Group – $73.5 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო
  3. Renaissance Technologies – $57 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  4. Millennium Management – $54.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  5. Citadel – $52.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  6. Shaw Group – $47.8 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  7. Two Sigma Investments/Advisers – $40.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  8. Davidson Kempner Capital Management – $37.45 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  9. Farallon Capital Management – $37.4 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  10. TCI Fund Management – $36.2 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  11. Marshall Wace – $34.4 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო
  12. Ruffer – $31.6 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო
  13. AOR Capital Management – $28.2 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  14. Anchorage Capital Group – $27.1 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  15. Baupost Group – $26.3 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  16. Point72 Asset Management – $26.1 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  17. Capula Investment Management – $25 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო
  18. Wellington Management – $24.9 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
  19. Brevan Howard Asset Management – $23.3 მილიარდი; გაერთიანებული სამეფო
  20. PIMCO – $23 მილიარდი; ამერიკის შეერთებული შტატები
დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *